იერემია 2:1—37
2 იეჰოვას სიტყვა მეუწყა:
2 «წადი, ყურში ჩასძახე იერუსალიმს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:
„კარგად მახსოვს შენი ერთგულება*, როცა ახალგაზრდა იყავი,+შენი სიყვარული, როცა დანიშნული იყავი;+მახსოვს, როგორ დამყვებოდი უდაბნოში,მიწაზე, სადაც არაფერი დათესილა.+
3 ისრაელი იეჰოვასთვის წმინდა იყო;+ ის იყო მისი პირველმოწეული ნაყოფი“.
ვინც მის შთანთქმას ცდილობდა, ეს დანაშაულად ეთვლებოდა
და უბედურება ატყდებოდა, — ამბობს იეჰოვა».+
4 ისმინეთ, რას ამბობს იეჰოვა, იაკობის შთამომავლებოდა ისრაელის საგვარეულოებო!
5 აი, რას ამბობს იეჰოვა:
«რა დავუშავე თქვენს წინაპრებს,+ზურგი რომ მაქციეს,უსარგებლო კერპებს რომ ეთაყვანებოდნენ+ და თავადაც უსარგებლონი გახდნენ?!+
6 არ უკითხავთ: „სად არის იეჰოვა,რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტიდან+და გვატარა უდაბნოში, უკაცრიელ ველებზე,+ორმოებიან, უწყლო+ და უკუნი სიბნელით მოცულ მიწაზე,სადაც კაციშვილს არ გაუვლია,სადაც კაციშვილს არ უცხოვრია?“
7 ბოლოს მიგიყვანეთ ბაღნარში,რომ გეჭამათ ხილი და ყოველივე საუკეთესო,+
მაგრამ იქ რომ მიხვედით, წაბილწეთ ჩემი მიწა,სისაძაგლედ აქციეთ ჩემი საკუთრება.+
8 არ უკითხავთ მღვდლებს, სად არისო იეჰოვა.+
არ მიცნობდნენ ისინი, ვისაც კანონი უნდა ესწავლებინა;მწყემსები მეურჩებოდნენ+ დაწინასწარმეტყველები ბაალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ,+უსარგებლო კერპებს ეთაყვანებოდნენ.
9 კვლავაც დაგდებთ მსჯავრს,+ — ამბობს იეჰოვა, —თქვენი ვაჟების ვაჟებსაც დავდებ მსჯავრს.
10 წადით ქითიმის+ კუნძულებზე და ნახეთ.
გაგზავნეთ ხალხი კედარში+ და დაუკვირდით;ნახეთ, თუ ხდება ამის მსგავსი რამ.
11 განა ცვლის რომელიმე ერი თავის ღმერთებს იმ ღმერთებში, რომლებიც ღმერთები არ არიან?!
ჩემი ხალხი კი ჩემს დიდებას უსარგებლო რამეში ცვლის.+
12 ცანო, განცვიფრებულებმა შეხედეთ ამას,შიშისაგან აცახცახდით, — ამბობს იეჰოვა, —
13 რადგან ორ ბოროტებას სჩადის ჩემი ხალხი:
მტოვებს მე, სიცოცხლის წყაროს,+და იკეთებს აუზებს,დაბზარულ აუზებს, წყალს რომ ვერ იკავებს.
14 განა მოსამსახურეა ისრაელი ან ბატონის სახლში დაბადებული მონა?!
მაშ, რატომ ძარცვავენ მას?!
15 დაღრიალებენ მას ლომები,+ღრიალს უფრო და უფრო უმატებენ.
თავზარდამცემ ადგილად აქციეს მისი მიწა.
ცეცხლს მისცეს მისი ქალაქები; აღარავინ ცხოვრობს იქ.
16 ნოფელნიც*+ და თახფენესელნიც+ თხემს გიჭამენ.
17 ეს ხომ იმიტომ დაგემართა,რომ ზურგი აქციე იეჰოვას, შენს ღმერთს,+რომელიც მიგიძღოდა?!
18 რატომღა ადგები ეგვიპტის გზას,+შიხორის* წყალი რომ დალიო?
რატომღა ადგები ასურეთის+ გზას,მდინარის* წყალი რომ დალიო?
19 შენივე ბოროტებამ უნდა გასწავლოს ჭკუადა შენივე ორგულობამ განგსაჯოს.
იცოდე და შეიგნე, რა ცუდია და რა მწარე+იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, ზურგის ქცევა.
არ გქონია ჩემდამი შიში,+ — ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
20 დიდი ხნის წინათ დავლეწე შენი უღელი+და დავწყვიტე შენი ბორკილები,
შენ კი მეუბნებოდი, არ გემსახურებიო.
ყველა მაღალ გორაზე და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ+იყავი გაშხლართული და მეძაობდი.+
21 მე დაგრგე როგორც საუკეთესო წითელი ვაზი,+ საღი თესლი.როგორ გადაჯიშდი და როგორ იქეცი ველურ ვაზად?!+
22 ტუტეც* რომ გამოიყენო და ბევრი ნაცარტუტაც,შენი დანაშაული მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
23 როგორ იტყვი, თავი არ გამიუწმინდურებია,
ბაალის თაყვანისმცემელი არ ვყოფილვარო?!
შეხედე შენს გზას ველზე,
დაფიქრდი, რა გააკეთე.
დედალი აქლემივით ხარ,აქეთ-იქით სწრაფად რომ დარბის უმიზნოდ,
24 უდაბნოს გარეული ვირივით,ვნებიანად რომ ქშინავს.
ვინ შეაკავებს მას, როცა ახურდება?!
არ დაიღლებიან მისი მძებნელნი;
როცა შეწყვილების დრო დაუდგება, მაშინ იპოვიან მას.
25 ფეხს ნუ გაიშიშვლებდა ყელს ნუ გაიშრობ!
შენ კი ამბობ, მაინც ჩემსას ვიზამ,+
შემიყვარდა უცხოები*+ და მათ გავყვებიო.+
26 როგორც ქურდს რცხვენია, როცა წაასწრებენ,ისე შერცხვნენ ისრაელის მკვიდრნიც;რცხვენიათ მათ, მათ მეფეებს, მთავრებს, მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს.+
27 ხეს ეუბნებიან, მამაჩემი ხარო+
და ქვას — შენ გამაჩინეო;
იმის მაგივრად, რომ მომენდონ, ზურგს მაქცევენ,+
მაგრამ უბედურება რომ დაატყდებათ, მეტყვიან,ადექი, გვიშველეო!+
28 სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე?!+
აბა ადგნენ და გიშველონ, თუ შეუძლიათ უბედურების დროს შენი შველა!რამდენი ქალაქიც გაქვს, ღმერთიც იმდენი გყავს, იუდავ.+
29 რატომ მედავებით?!
რატომ მეურჩებით?!+ — ამბობს იეჰოვა. —
30 დავკარი თქვენს ვაჟებს, მაგრამ ამაოდ;+
ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს.+თქვენი მახვილი თქვენს წინასწარმეტყველთ+გააფთრებული ლომივით სპობს.
31 თაობავ, დაუფიქრდი იეჰოვას სიტყვას.
ნუთუ უდაბნოდან წყვდიადით მოცულ მიწად ვიქეცი ისრაელისთვის?!
რატომ ამბობს ჩემი ხალხი, სადაც გვინდა, იქ ვივლით,
შენთან აღარ მოვალთო?!+
32 განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულებსან პატარძალი — თავის სარტყელს?!
ჩემმა ხალხმა კი დიდი ხანია, დამივიწყა.+
33 ქალო, რა ოსტატურად ცდილობ კაცის სიყვარულის მოპოვებას!
როგორ გაწაფულხარ ბოროტებაში!+
34 შენი კაბის კალთებზეც კი უდანაშაულო და ღარიბი ხალხის სისხლია,+თუმცა ისინი შენს სახლში არ შემოჭრილან;შენი კაბის კალთები მათ სისხლშია ამოსვრილი.+
35 შენ კი ამბობ, უდანაშაულო ვარ,
ამცდაო მისი რისხვა.
მე კი მსჯავრს გდებ,რადგან ამბობ, არ შემიცოდავსო.
36 რატომ მერყეობ და რატომ ეკიდები ამას ზერელედ?!
ისევე შეგარცხვენს ეგვიპტე,+როგორც ასურეთმა შეგარცხვინა.+
37 ამიტომ წახვალ თავზე ხელებშემოწყობილი,+რადგან უარყო იეჰოვამ ის ხალხები, რომლებზეც იმედს ამყარებ;
ვერ გიშველიან ისინი».
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „მემფისელნიც“.
^ იგულისხმება ევფრატი.
^ მდინარე ნილოსის შენაკადი.
^ იგივე სოდა.
^ სხვაგვარად — „სხვა ღმერთები“.