იერემია 13:1—27
13 აი, რა მითხრა იეჰოვამ: „წადი, იყიდე სელის სარტყელი და წელზე შემოირტყი; წყალი არ მოხვდეს“.
2 მეც იეჰოვას სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და წელზე შემოვირტყი.
3 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:
4 „წადი ევფრატთან და შენი ნაყიდი სარტყელი, რომელიც წელზე გაქვს შემორტყმული, კლდის ნაპრალში დამალე“.
5 მეც იეჰოვას ბრძანებისამებრ წავედი და დავმალე ის ევფრატთან.
6 მრავალი დღის შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ადექი, წადი ევფრატთან და აიღე სარტყელი, რომლის დამალვაც გიბრძანე“.
7 მეც წავედი ევფრატთან, ამოვთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა და, აი, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.
8 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:
9 «აი, რას ამბობს იეჰოვა: „ასევე დავალპობ იუდას სიამაყეს და იერუსალიმის ქედმაღლობას.+
10 ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ დამემორჩილოს,+ რომელიც გაჯიუტებულია, თავისი გულის ზრახვებსაა აყოლილი,+ სხვა ღმერთებს სცემს თაყვანს და პირქვე ემხობა მათ წინაშე, ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება.
11 როგორც სარტყელი ეკვრის წელს, ასევე მივიკარი მთელი ისრაელი და იუდა, — ამბობს იეჰოვა, — რომ ჩემს ხალხად ქცეულიყვნენ,+ ჩემ სადიდებლად, საქებრად+ და მშვენებად, მაგრამ ისინი არ დამემორჩილნენ“.+
12 გადაეცი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ყოველი დიდი დოქი ღვინით უნდა აივსოს“. ისინი კი გეტყვიან, განა ჩვენ არ ვიცით, რომ ყოველი დიდი დოქი ღვინით უნდა აივსოსო?!
13 შემდეგ უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „იმდენს დავალევინებ ამ მიწის ყველა მკვიდრს,+ დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს, რომ დათვრნენ.
14 შევახეთქებ მათ ერთმანეთს, მამებს და ვაჟებს, — ამბობს იეჰოვა.+ — არ შევიცოდებ, არ შევიბრალებ; გავანადგურებ, ვერაფერი შემაჩერებს“».+
15 ყური დაუგდეთ, გაუგონეთ;
ნუ იქნებით ამპარტავნები, რადგან თავად იეჰოვა გელაპარაკებათ.
16 დიდება მიაგეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,სანამ დღე დაუბნელებიადა სანამ ბინდში მთებზე წაფორხილებულხართ.
სინათლის იმედი გექნებათ,ის კი უკუნეთს მოგივლენთ;
სინათლეს წყვდიადად გიქცევთ.+
17 თუ არ გაიგონებთ,ჩუმად ვიტირებ თქვენი სიამაყის გამო
და ცრემლად დავიღვრები; ღვარად იდინებს ცრემლი ჩემი თვალებიდან,+რადგან იეჰოვას ფარა+ ტყვეობაშია.
18 „უთხარი მეფესა და დედოფალს*,+ ჩამოდით ტახტიდან,რადგან მოგძვრებათ მშვენიერი გვირგვინი-თქო.
19 დაკეტილია* სამხრეთის ქალაქები, არავინაა მათი გამღები.
მთელი იუდა გადასახლებულია, გადასახლებული.+
20 თვალები აღაპყარი და დაინახე ჩრდილოეთიდან მომავალნი.+
სად არის შენთვის მოცემული ფარა, შენი მშვენიერი ცხვარი?!+
21 რას იტყვი, როცა დაგსჯიანშენი ახლო მეგობრები, რომლებთანაც ოდითგანვე მეგობრობდი?!+
განა მშობიარე ქალივით არ დაგეწყება ტკივილები?!+
22 როცა გულში იტყვი, რატომ დამატყდაო თავს ეს ყველაფერი,+
იცოდე, რომ შენი დიდი დანაშაულის გამო გაგხადეს სამოსელი+
და გატკინეს ქუსლები.
23 თუ შეიცვლის ეთიოპი კანს ან ჯიქი* — ხალებს?!+
მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის კეთებას,თქვენ, ვინც ბოროტების ჩადენაში ხართ გაწაფულნი.
24 უდაბნოს ქარით გატაცებულ ნამჯასავით გავფანტავ მათ.+
25 ეს არის შენი ხვედრი, შენი წილი, მე რომ მოგეცი, — ამბობს იეჰოვა, —რადგან დამივიწყე+ და სიცრუეზე ამყარებ იმედს.+
26 სახეზე აგაფარებ შენი სამოსლის კალთებსდა დაინახავენ შენს სიშიშვლეს,+
27 შენს მრუშობასა+ და ვნებიან ჭიხვინს,შენს თავაშვებულობას, მეძაობას.
დავინახე შენი საძულველი საქმეები
გორებზეც და მინდორშიც.+ვაი შენ, იერუსალიმო!
როდემდე უნდა იყო უწმინდური?!“+