იერემია 12:1—17

  • იერემიას საწუხარი (1—4).

  • იეჰოვას პასუხი (5—17).

12  შენ მართალი ღმერთი ხარ, იეჰოვა.+როცა შემოგჩივი და სამართალზე გელაპარაკები, სამართლიანად განსჯი ყველაფერს. მაშ, რატომღა ემართებათ ხელი ბოროტებს?!+რატომ არიან უდარდელად ვერაგები?!   შენ დარგე ისინი და ფესვი გაიდგეს; გაიზარდნენ და ნაყოფი გამოიღეს. სულ შენ გახსენებენ, თუმცა გულით არ არიან შენთან;+   მაგრამ მე ხომ კარგად მიცნობ, იეჰოვა,+ ხომ მხედავ;შენ შეამოწმე ჩემი გული და დაინახე, რომ შენი ერთგული ვარ.+ გამოაცალკევე ისინი დასაკლავი ცხვრებივით,გამოარჩიე დაკვლის დღისთვის.   როდემდე უნდა იფიტებოდეს მიწადა ხმებოდეს მცენარეულობა?!+ გაწყდნენ ცხოველები და ფრინველები იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო,რადგან ამბობენ, ვერ ხედავსო ის ჩვენს მომავალს.   თუ ქვეითებთან ერთად სირბილი გღლის,ცხენებს როგორღა შეეჯიბრები?!+ იმედიანად კი ხარ მშვიდობიან ქვეყანაში,მაგრამ რას იზამ იორდანის პირას ბუჩქნარში?!   შენი ძმებიც კი, მამაშენის სახლეულობა,ვერაგულად გექცევიან,+ დაგყვირიან.კარგიც რომ გითხრან, არ დაუჯერო მათ.   იგი ამბობს: „მივატოვე ჩემი სახლი,+ ჩემი საკუთრება;+ მტრებს ჩავუგდე ხელში ის, ვინც ძალიან მიყვარდა.+   ჩემი საკუთრება ტყეში მობინადრე ლომივით მექცევა; მე დამიღრიალა, ამიტომაც შემძულდა ის.   ჩემი საკუთრება ჭრელი მტაცებელი ფრინველივით მექცევა;სხვა მტაცებელი ფრინველები დასტრიალებენ მას და აცხრებიან.+ მოდით, შეგროვდით, მხეცებო,მოდით საჭმელად.+ 10  ბევრმა მწყემსმა გააჩანაგა ჩემი ვენახი+და გათელა ჩემი მიწა.+ გაპარტახებულ უდაბნოდ აქციეს ჩემი ძვირფასი მიწა. 11  გაპარტახდა და გადახმა*, ჩემ თვალწინ გაუკაცრიელდა.+მთელი მიწა გავერანდა, მაგრამ კაციშვილს არ ადარდებს ეს.+ 12  უდაბნოს დატკეპნილი გზებით მოდიან ამაოხრებლები.იეჰოვას მახვილი ნთქავს ყველაფერს ქვეყნის კიდით კიდემდე.+ არავის აქვს მშვიდობა. 13  ხორბალი დათესეს, მაგრამ ეკალი მოიმკეს.+ შრომაში არაქათი გამოეცალათ, მაგრამ ვერაფერი მიიღეს. შერცხვებიან, რადგან ვერაფერს მოიმკიან;განრისხებულია იეჰოვა მათზე“. 14  აი, რას ამბობს იეჰოვა: „ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს, რომლებიც ეხებიან იმ სამკვიდროს, ჩემს ხალხს, ისრაელს, რომ მივეცი,+ ვძირკვავ თავიანთი მიწიდან.+ იუდასაც ამოვძირკვავ მათთან ერთად. 15  მათი ამოძირკვის შემდეგ კვლავ შევიწყალებ და დავაბრუნებ მათ, თითოეულს — თავის სამკვიდროში და თავის მიწაზე. 16  თუ ისინი ჩემი ხალხის კანონებს ისწავლიან და იტყვიან, ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავთო, ისე როგორც ჩემს ხალხს ბაალის სახელით დაფიცება ასწავლეს, მაშინ თვითონაც აშენდებიან ჩემს ხალხთან ერთად. 17  მაგრამ, თუ არ დამემორჩილებიან, ამოვძირკვავ ამ ხალხს, ამოვძირკვავ და გავანადგურებ“, — ამბობს იეჰოვა.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „გლოვობს“.