იერემია 11:1—23

  • იუდა არღვევს ღმერთთან დადებულ შეთანხმებას (1—17).

    • „რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს“ (13).

  • იერემია დასაკლავად წაყვანილი ბატკანივით იყო (18—20).

  • იერემიას თანაქალაქელნი მოკვლას უპირებენ (21—23).

11  ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას:  «ისმინეთ, ხალხო, ამ შეთანხმების სიტყვები! დაელაპარაკე იუდას ხალხს და იერუსალიმის მკვიდრებს;  უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „წყეულია კაცი, რომელიც არ იცავს ამ შეთანხმების სიტყვებს,+  თქვენს მამა-პაპას რომ ვუბრძანე ეგვიპტიდან,+ რკინის საწრთობი ღუმლიდან, მათი გამოყვანის დღეს:+ დამემორჩილეთ და ყველაფერი ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთეთ-მეთქი; თქვენ ჩემი ხალხი იქნებით, მე კი — თქვენი ღმერთი,+  და შევასრულებ-მეთქი თქვენი მამა-პაპისთვის მიცემულ ფიცს, რომ მივცემდი მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ რაც ასეცაა“». მე მივუგე: „ამინ, იეჰოვა!“  შემდეგ იეჰოვამ მითხრა: «გამოაცხადე ეს ყოველივე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში; თქვი: „ისმინეთ ამ შეთანხმების სიტყვები და შეასრულეთ.  მე შევაგონებდი თქვენს მამა-პაპას ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან დღემდე, დილაადრიან ვდგებოდი და მოვუწოდებდი, დამემორჩილეთ-მეთქი,+  ისინი კი არ მისმენდნენ, ყურს არ მიგდებდნენ, თითოეული თავისი ჯიუტი და ბოროტი გულის ზრახვებს იყო აყოლილი;+ ამიტომ მეც ამ შეთანხმების სიტყვებისამებრ მოვექეცი, რადგან არ შეასრულეს ის, რაც მათთვის მქონდა ნაბრძანები“».  შემდეგ იეჰოვამ მითხრა: «იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი შეთქმულები არიან. 10  ესენიც იმავე დანაშაულს სჩადიან, რასაც მათი მამა-პაპა სჩადიოდა, რომლებიც არ მემორჩილებოდნენ.+ ესენიც სხვა ღმერთებს სცემენ თაყვანს და მათ ემსახურებიან.+ ისრაელიც და იუდაც არღვევენ ჩემს შეთანხმებას, რომელიც მათ მამა-პაპას დავუდე.+ 11  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „დავატეხ მათ უბედურებას,+ რასაც თავს ვერ დააღწევენ. როცა საშველად მომიხმობენ, არ მოვუსმენ მათ.+ 12  იუდას ქალაქებისა და იერუსალიმის მკვიდრნი წავლენ და საშველად იმ ღმერთებს მოუხმობენ,+ რომლებსაც მსხვერპლს სწირავენ, მაგრამ ისინი ვერ დაიხსნიან მათ უბედურებისგან. 13  რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ, და რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სამსხვერპლო გაქვს აღმართული სამარცხვინო ღმერთისთვის და ამ სამსხვერპლოებზე სწირავ ბაალს მსხვერპლს“.+ 14  ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის. ნუ შემევედრები და ნუ ილოცებ;+ არ მოვუსმენ მათ, როცა გასაჭირში მყოფნი მომიხმობენ! 15  რაღა ესაქმებათ ჩემს ტაძარში მათ, ვინც მიყვარს,როცა ამდენ ბოროტებას სჩადიან?! განა წმინდა ხორცით* აგაცილებენ უბედურებას და გაიხარებ იმ დროს?! 16  იეჰოვა ერთ დროს ფოთოლხშირ,ლამაზ და ნაყოფიერ ზეთისხილის ხედ გიხსენიებდა, მაგრამ გაისმა გრგვინვა და მან ცეცხლი წაგიკიდა;ტოტები დაგილეწეს. 17  იუდავ, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, შენი დამრგველი,+ გეუბნება, რომ უბედურება დაგატყდება, რადგან ისრაელთან ერთად ბოროტებას სჩადიხარ; ბაალს სწირავთ მსხვერპლს და ამით შეურაცხმყოფთ».+ 18  ეს ყოველივე იეჰოვამ გამიმჟღავნა.შენ მაშინ დამანახვე მათი საქმეები. 19  დასაკლავად წაყვანილი მორჩილი ბატკანივით ვიყავი; არ ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ ბოროტებას იზრახავდნენ;+ ამბობდნენ: „მოდი მოვსპოთ ხე ნაყოფიანად,ამოვძირკვოთ ცისქვეშეთიდან,რათა მოისპოს მისი სახსენებელი“. 20  სამართლიანად ასამართლებს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა,გულთამხილავია* იგი;+ ნეტავ მანახა, როგორ იძიებ შურს მათზე;ჩემი საქმე შენთვის მომინდვია! 21  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა ანათოთელებზე,+ რომლებიც ჩემს მოკვლას ლამობენ და მეუბნებიან, ნუ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით,+ თორემ ჩვენი ხელით მოგკლავთო. 22  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „პასუხს მოვთხოვ მათ. მახვილით დაიხოცებიან ჭაბუკები,+ მათ ვაჟებსა და ასულებს კი შიმშილი მოუღებს ბოლოს.+ 23  მცირე ნაწილიც კი არ დარჩება ანათოთელთაგან,+ რადგან უბედურებას დავატეხ მათ იმ წელს, როცა პასუხს ვაგებინებ“.

სქოლიოები

იგულისხმება ტაძარში შეწირული მსხვერპლი.
სიტყვასიტყვით — „იკვლევს თირკმელებსა და გულს“.