ესაია 66:1—24
66 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ზეცა ჩემი ტახტია და დედამიწა — ფეხსადგამი.+
სად უნდა ამიშენოთ ტაძარი?!+სადაა ჩემი მოსასვენებელი ადგილი?!+
2 ეს ყველაფერი ჩემმა ხელმა შექმნა,ასე გაჩნდა ეს ყოველივე, — ამბობს იეჰოვა.+ —
მზერას მივაპყრობ მას,ვინც თავმდაბალი და სულდამწუხრებულია, და თრთის ჩემს სიტყვაზე.+
3 რაღა ხარის დამკვლელი და რაღა კაცისმკვლელი,+
რაღა ცხვრის შემწირველი და რაღა ძაღლისთვის კისრის გადამმტვრეველი,+
რაღა ძღვნის მომტანი და რაღა ღორის სისხლის შემწირველი!+
რაღა გუნდრუკის სამახსოვროდ მკმეველი+ და რაღა კურთხევის ჯადოქრული სიტყვებით წარმომთქმელი*!+
თავად აირჩიეს თავიანთი გზადა სისაძაგლე სიამოვნებთ.
4 ამიტომ გადავწყვეტ, როგორ დავსაჯო ისინი,+იმას დავმართებ, რაც აშინებთ,
რადგან, როცა ვუხმობდი, პასუხს არავინ მცემდა,და, როცა ველაპარაკებოდი, ყურს არავინ მიგდებდა;+
ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალშიდა იმას ირჩევდნენ, რაც არ მომწონდა“.+
5 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა თქვენ, ვინც თრთით მის სიტყვაზე:
„თქვენმა მოძმეებმა, რომლებსაც სძულხართ, რომლებიც თავიდან გიშორებენ ჩემი სახელის გამო, თქვეს, იდიდოსო იეჰოვამ!+
ის გამოჩნდება და თქვენ გაიხარებთ,ისინი კი შერცხვებიან“.+
6 ხმაური ისმის ქალაქიდან, ხმა ისმის ტაძრიდან!
ეს იეჰოვას ხმაა, საკადრისს რომ უზღავს თავის მტრებს.
7 სიონმა მშობიარობის დაწყებამდე გააჩინა შვილი;+
ვიდრე ტკივილები მოუვლიდა, ვაჟი შეეძინა.
8 ვის სმენია ასეთი რამ?!
ვის უნახავს მსგავსი რამ?!
თუ გაჩენილა ქვეყანა ერთ დღეში?!
თუ დაბადებულა ერი ერთბაშად?!
მშობიარობა დაეწყო სიონს და ვაჟები შვა.
9 „მშობიარობამდე რომ მივიყვან, განა არ ვამშობიარებ?! — ამბობს იეჰოვა. —
განა დავუხშობ საშვილოსნოს მშობიარეს?! — ამბობს შენი ღმერთი. —
10 იხარეთ და იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად თქვენ,+ მისმა მოყვარულებმა!+
დიდად გაიხარეთ მასთან ერთად, მასზე მგლოვიარენო,
11 რადგან მოწოვთ მის მანუგეშებელ ძუძუს და გაძღებით,ხარბად დაეწაფებით და ნეტარებას პოვებთ მისი დიდების სიუხვით“.
12 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„მდინარესავით მიედინება მასთან ჩემი მშვიდობა+და ნიაღვარივით — ხალხთა დიდება.+
გამოიკვებებით და ხელში აყვანილს გატარებენ,კალთაში ჩასმულს დაგარწევენ.
13 როგორც ვაჟს ანუგეშებს დედა,მეც ისე განუგეშებთ.+იერუსალიმის გამო ნუგეშცემულნი იქნებით.+
14 დაინახავთ და მთელი გულით გაიხარებთ,თქვენი ძვლები მობიბინე ბალახივით ქორფა იქნება.
იეჰოვა თავის მსახურებს ძლიერ მკლავს უჩვენებს,მტრებს კი შერისხავს.+
15 იეჰოვა ცეცხლივით მოვა,+ქარიშხალს ჰგვანან მისი ეტლები,+რათა რისხვითა და მძვინვარებით გადაუხადოს სამაგიეროდა ცეცხლის ალით გაუსწორდეს მათ.+
16 ცეცხლით აღასრულებს იეჰოვა განაჩენს,თავისი მახვილით მოჰკითხავს პასუხს ყველა ხორციელს.მრავალი დაიხოცება იეჰოვას ხელით.
17 ყველას, ვინც წმინდავდება და სუფთავდება, რათა ბაღებში*+ შევიდეს და მის შუაში მდგომს გაჰყვეს, ყველას, ვინც ღორის ხორცს,+ თაგვებსა თუ სხვა სისაძაგლეს ჭამს,+ ერთიანად მოეღება ბოლო, — ამბობს იეჰოვა. —
18 რაკი ვიცი მათი საქმეები და მათი ფიქრები, მოვდივარ ყველა ხალხისა და ენის შესაკრებად. მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
19 მათ შორის აღვმართავ ნიშანს და გადარჩენილთაგან ზოგიერთს გავგზავნი ხალხებთან: მშვილდის მომზიდველებთან თარშიშში,+ ფულში, ლუდში,+ აგრეთვე თუბალსა და იავანში,+ შორეულ კუნძულებზე, რომლებსაც არ სმენიათ ჩემ შესახებ და არ უნახავთ ჩემი დიდება; ისინი ხალხებს აუწყებენ ჩემი დიდების შესახებ.+
20 ისინი ყველა ხალხიდან მოუყვანენ იეჰოვას ძღვნად+ თქვენს ძმებს ცხენებით, ეტლებით, ჩარდახიანი ურმებით, ჯორებითა და სწრაფი აქლემებით ჩემს წმინდა მთაზე, იერუსალიმში, ისე როგორც ისრაელებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით იეჰოვას ტაძარში, — ამბობს იეჰოვა. —
21 მათგან ზოგიერთს მღვდლად და ლევიანად დავნიშნავ, — ამბობს იეჰოვა. —
22 როგორც ახალი ცა და ახალი დედამიწა,+ რომლებსაც ვქმნი, მუდამ იარსებებს ჩემ წინაშე, ასევე იარსებებს თქვენი შთამომავლობა და თქვენი სახელი, — ამბობს იეჰოვა.+ —
23 ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე და შაბათიდან შაბათამდეყოველი ხორციელი მოვა, რომ თაყვანი მცეს,+ — ამბობს იეჰოვა. —
24 გავლენ და შეხედავენ მათ გვამებს, ვინც მეურჩებოდა.არ მოკვდება მათი მატლიდა არ ჩაქრება მათი ცეცხლი;+სისაძაგლედ იქცევიან ყოველი ხორციელისთვის“.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „რაღა კერპის მაკურთხებელი“.
^ იგულისხმება ბაღები, სადაც კერპთაყვანისმცემლური რიტუალები სრულდებოდა.