Ა5
ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში
ბიბლეისტები აღიარებენ, რომ ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის საკუთარი სახელი (הוה) ებრაული წერილების დედანში თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება. მაგრამ მრავალი მათგანი მიიჩნევს, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დედანში ღვთის სახელი არ ეწერა. ამიტომ ბიბლიის ე.წ. „ახალ აღთქმის“ თანამედროვე თარგმანთა უმეტესობაში ღვთის სახელი „იეჰოვა“ არ არის მოხსენიებული. მაშინაც კი, როცა ებრაული წერილებიდან ტეტრაგრამატონის შემცველი ციტატები თარგმნეს, მრავალმა მთარგმნელმა ღვთის საკუთარი სახელი ჩაანაცვლა წოდებით „უფალი“.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არ მიჰყვება ამ ტრადიციას. მისმა მთარგმნელებმა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სახელი „იეჰოვა“ 237-ჯერ მოიხსენიეს. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული: პირველი, დღემდე შემორჩენილი ბერძნული ხელნაწერებიდან არცერთი არ წარმოადგენს დედანს. ამასთანავე, დღეს არსებული ათასობით ხელნაწერი დედნისეული ტექსტის შედგენიდან, სულ მცირე, ორი საუკუნის შემდეგ გაკეთდა. მეორე, გადამწერებმა ან თავად შეცვალეს ტეტრაგრამატონი „უფლით“ (ბერძნ. „კირიოს“), ან იმ ხელნაწერების ასლები გააკეთეს, რომლებშიც ღვთის სახელი უკვე ჩანაცვლებული იყო „უფლით“.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სარედაქციო კომიტეტი სარწმუნო ფაქტების საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბერძნული ხელნაწერების დედანში ეწერა ტეტრაგრამატონი. აი, რომელ ფაქტებს ეფუძნება ეს დასკვნა:
-
იესოსა და მოციქულების მოღვაწეობის დროს არსებული ებრაული წერილების ასლები შეიცავდა ტეტრაგრამატონს. ერთ დროს, ზოგი ამ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებდა. ეს ეჭვი საბოლოოდ მაშინ გაქარწყლდა, როცა კუმრანში I საუკუნით დათარიღებული ებრაული წერილების ასლები აღმოაჩინეს.
-
იესოსა და მოციქულების მოღვაწეობის დროს არსებული ებრაული წერილების ბერძნული თარგმანებიც შეიცავდა ტეტრაგრამატონს. საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებს ეგონათ, რომ ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში, ტეტრაგრამატონი არ ეწერა. მაგრამ XX საუკუნის შუა ხანებში მეცნიერთა ყურადღება მიიქცია იესოს დროინდელმა სეპტუაგინტის უძველესმა ფრაგმენტებმა. ეს ფრაგმენტები შეიცავს ებრაული
ასოებით დაწერილ ღვთის სახელს. ასე რომ, იესოს დროს არსებული წმინდა წერილების ბერძნული ასლები შეიცავდა ღვთის სახელს. მაგრამ ახ. წ. IV საუკუნით დათარიღებული სეპტუაგინტის ძირითადი ხელნაწერები, მაგალითად, „ვატიკანის კოდექსი“ და „სინური კოდექსი“, „დაბადებიდან“ „მალაქიას“ ჩათვლით არ შეიცავს ღვთის სახელს (უფრო ადრეული ხელნაწერები შეიცავდა). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ იმ პერიოდიდან შემორჩენილ ე.წ. „ახალი აღთქმის“ ანუ ბერძნული წერილების ხელნაწერებში ღვთის სახელი არ გვხვდება.იესომ არაორაზროვნად თქვა: „მე მამაჩემის სახელით მოვედი“. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მამის სახელით მოქმედებდა.
-
ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ჩანს, რომ იესო ხშირად მოიხსენიებდა ღვთის სახელს და სხვებსაც ამცნობდა მას (იოანე 17:6, 11, 12, 26). იესომ არაორაზროვნად თქვა: „მე მამაჩემის სახელით მოვედი“. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მამის სახელით მოქმედებდა (იოანე 5:43; 10:25).
-
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ებრაული წერილების გაგრძელებაა, ამიტომ არალოგიკური იქნებოდა ბერძნულ წერილებში იეჰოვას სახელის ამოღება. ახ. წ. I საუკუნის შუა ხანებში მოწაფე იაკობმა იერუსალიმელ უხუცესებს უთხრა: „სიმონმა ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს და როგორ გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ“ (საქმეები 15:14). ცხადია, ღვთის სახელი I საუკუნეში უცნობი რომ ყოფილიყო ან ყოველდღიურად არ მოეხსენიებინათ ის, იაკობი ამ სიტყვებს ვერ იტყოდა.
-
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელი შემოკლებული ფორმით გვხვდება. გამოცხადების 19:1, 3, 4, 6-ში გვხვდება ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა „იაჰ“, რაც ებრაული სიტყვის, „ჰალელუჲაჰის“, ნაწილია და სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ადიდეთ იაჰი“. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული ბევრი სახელი ღვთის სახელიდანაა ნაწარმოები. მაგალითად, არაერთ ბიბლიურ ნაშრომშია განმარტებული, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის რედაქციით გამოცემულ ბიბლიის დანართში, რომ თავად იესოს სახელი ნიშნავს: „იეჰოვაა ხსნა“.
-
ძველი იუდაისტური ჩანაწერებიდან ჩანს, რომ იუდეველი ქრისტიანები თავიანთ ხელნაწერებში მოიხსენიებდნენ ღვთის სახელს. „თოსეფთაში“, ზეპირი კანონების წერილობით კრებულში, რომლის შედგენაც დაახლოებით ახ. წ. 300 წელს დასრულდა, ქრისტიანული ხელნაწერების ცეცხლში განადგურების შესახებ ნათქვამი იყო: «მახარობლებისა და „მინიმების“ [სავარაუდოდ,
იუდეველი ქრისტიანების] ცეცხლწაკიდებულ წიგნებს ხელს არავინ ჰკიდებს. ისინი იქვე იწვება, სადაც აწყვია, და შესაბამისად, ამ ხელნაწერებში მოხსენიებული ღვთის სახელიც იწვება». ამავე წყაროში მოყვანილია ახ. წ. II საუკუნის დასაწყისში მოღვაწე რაბინის, იოსე გალილეელის, სიტყვები. იგი აღნიშნავს, რომ შაბათის გარდა, კვირის სხვა დღეებში „ღვთის სახელს ჭრიან იქიდან [სავარაუდოდ, ქრისტიანული ხელნაწერებიდან] და ინახავენ, დანარჩენს კი წვავენ“. -
ზოგიერთი ბიბლეისტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ებრაული წერილებიდან მოყვანილ
ციტატებში, მოხსენიებული იქნებოდა ღვთის სახელი. ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტეტრაგრამატონი („იაჰვე“ ღვთის სახელი) „ახალ აღთქმაში“ „ძველი აღთქმიდან“ ციტატების მოყვანისას ყველგან თუ არა, ზოგან მაინც იქნებოდა გადმოტანილი» (The Anchor Bible Dictionary). ჰებრაისტი ჯორჯ ჰაუარდი ამბობს: «ვინაიდან ბერძნული ბიბლიის [სეპტუაგინტა] ასლებში, რომლებსაც პირველი ეკლესია იყენებდა, გვხვდებოდა ტეტრაგრამა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ „ახალი აღთქმის“ დამწერებიც გამოიყენებდნენ ტეტრაგრამას წმინდა წერილებიდან ციტირებისას». -
ლუკას 2:15-სა და იუდას მე-14 მუხლებში, აგრეთვე 100-ზე მეტ სქოლიოში გააკეთა მინიშნება, რომ იქ, სავარაუდოდ, ღვთის სახელი უნდა ყოფილიყო. XVI საუკუნიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ თარგმანებამდე გაცილებით ადრე, ბერძნული წერილების ებრაულ თარგმანებში ტეტრაგრამატონი მრავალ ადგილას გამოიყენებოდა. გერმანულ ენაზე გამოცემული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების, სულ მცირე, 11 თარგმანში გამოყენებულია სახელი „იეჰოვა“ (ან „იაჰვე“), ოთხ თარგმანში კი ღვთის საკუთარი სახელი სიტყვა „უფლის“ შემდეგ ფრჩხილებშია ჩასმული. ამასთანავე, 70-ზე მეტ გერმანულ თარგმანში ღვთის სახელი მოხსენიებულია სქოლიოებში ან შენიშვნებში.
ბიბლიის კომპეტენტური მთარგმნელები ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელს იყენებენ. ამ თარგმანებიდან ზოგი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემამდე გაცილებით ადრე გამოვიდა. მათ შორისაა ინგლისურ ენაზე გამოცემული ჰერმან ჰაინფეტერის (A Literal Translation of the New Testament . . . From the Text of the Vatican Manuscript, 1863), ბენჯამინ უილსონის (The Emphatic Diaglott, 1864), ჯორჯ ბარკერ სტივენზის (The Epistles of Paul in Modern English, 1898), უ. გ. რეზერფორდის (St. Paul’s Epistle to the Romans, 1900) და ლონდონის ეპისკოპოს ჯ. უ. ჩ. უანდის (The New Testament Letters, 1946) თარგმანები. გარდა ამისა, XX საუკუნის დასაწყისში მთარგმნელმა პაბლო ბესონმა ესპანურ ენაზე შესრულებულ თარგმანში ღვთის სახელი შეიტანა -
ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ასზე მეტ ენაზე შესრულებულ თარგმანში გვხვდება. აზიაში, ამერიკაში, აფრიკაში, ევროპაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე გავრცელებულ ენებზე შესრულებულ არაერთ თარგმანში ღვთის სახელი მრავალ ადგილასაა მოხსენიებული (იხ. ჩამონათვალი გვ. 1998, 1999). მთარგმნელებმა ზემოხსენებული მიზეზების საფუძველზე გადაწყვიტეს ღვთის სახელის გამოყენება. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ამ თარგმანებიდან ზოგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოიცა. მაგალითად, 1999 წელს როტუმა ენაზე გამოცემულ ბიბლიაში 48 მუხლში 51-ჯერ არის გამოყენებული ღვთის საკუთარი სახელი, 1989 წელს გამოცემულ ბატაკურ თარგმანში (ინდონეზია) კი — 110-ჯერ.
როგორც დავინახეთ, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის სახელის, „იეჰოვას“, აღდგენის არაერთი საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. ამიტომაც გადაწყდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელის აღდგენა. ღვთის სახელისადმი უდიდესი პატივისცემით განმსჭვალულმა მთარგმნელებმა უდიდესი სიფრთხილე გამოიჩინეს, რათა დედნისეული ტექსტისთვის არაფერი მოეკლოთ (გამოცხადება 22:18, 19).