Ა2
გადამუშავებული გამოცემის თავისებურებანი
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თავდაპირველად 1950 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე, ხოლო ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია — 1961 წელს. მას შემდეგ ბიბლიის ეს თარგმანი კიდევ 210 ენაზე გამოიცა, მათ შორის ქართულად. ამის წყალობით მილიონობით ადამიანს საშუალება მიეცა, მშობლიურ ენაზე წაეკითხა ბიბლიის ზუსტი თარგმანი.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ამჟამინდელმა სარედაქციო კომიტეტმა დაინახა აუცილებლობა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ არსებული ვერსია თანამედროვე მკითხველისთვის კიდევ უფრო ბუნებრივი და გასაგები გაეხადა. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა ინგლისურ ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავება. გადამუშავებული თარგმანი 2013 წელს გამოიცა. შესაბამისად, შეიქმნა იმის საჭიროება, რომ ქართულ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანიც“ გადამუშავებულიყო. გადამუშავების შედეგად შეიცვალა წინადადებების წყობა და ლექსიკური შემადგენლობა. გაგაცნობთ ზოგიერთ თავისებურებას.
-
უფრო გასაგები და ბუნებრივი. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემაში იყო მონაკვეთები, სადაც მკითხველი შესაძლოა აზრს ხვდებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ სწვდებოდა მის მნიშვნელობას. მაგალითად, ზოგი ებრაული იდიომი სიტყვასიტყვით იყო ნათარგმნი და შესაბამისად, მკითხველისთვის — აზრს მოკლებული. ასეთი იდიომები გადამუშავებულ გამოცემაში აზრობრივად ითარგმნა. მაგალითად, წინა გამოცემაში 1 სამუელის 25:22-ში გვხვდებოდა მამაკაცის აღმნიშვნელი შეურაცხმყოფელი ებრაული იდიომი „კედელთან მშარდავი“, რაც წინამდებარე თარგმანში ჩანაცვლდა სიტყვით „კაცი“.
წინა თარგმანში ებრაულ წერილებში ხშირად გვხვდებოდა ფრაზა „ნეხვიანი კერპები“. ვინაიდან ამ ფრაზაში პირდაპირი გაგებით ნეხვიანი კერპები არ იგულისხმებოდა, გადამუშავებულ თარგმანში ის „საზიზღარ კერპებად“ ითარგმნა (ლევიანები 26:30; ეზეკიელი 6:4).
ბიბლიის წინა გამოცემაში ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ და ბერძნული სიტყვა „ფსიქე“, უმეტესწილად, „სულად“ იყო ნათარგმნი. თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით ეს სიტყვები შესაძლოა ნიშნავდეს ადამიანს, სიცოცხლეს, ცოცხალ არსებას, სურვილს, მადას და ზოგჯერ მკვდარსაც კი. ამის გათვალისწინებით, სიტყვები „ნეფეშ“ და „ფსიქე“ აზრობრივად ითარგმნა, ხოლო სიტყვა „სული“ სქოლიოში ჩაიწერა (ეზეკიელი 18:4; დაბადება 1:20; იგავები 16:26; ). თუმცა ბიბლიის პოეტურ მონაკვეთებსა თუ კარგად ნაცნობ მუხლებში ზოგ ადგილას სიტყვა „სული“ შენარჩუნდა ( ლევიანები 19:28კანონი 6:5; იობი 27:2; იგავები 2:10; მათე 22:37).
ბიბლიაში სიტყვა „თირკმელი“ გამოყენებულია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. იქ, სადაც პირდაპირი მნიშვნელობითაა გამოყენებული, სიტყვა „თირკმელი“ შენარჩუნდა, ხოლო იქ, სადაც გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული, ითარგმნა „ფიქრებად“ და „სულის სიღრმეებად“, სიტყვა „თირკმელი“ კი სქოლიოში დაიწერა (ფსალმუნი 7:9; 26:2). ბიბლიის დედნისეულ ტექსტში აგრეთვე გვხვდება ფრაზა: „ისრაელის ძეები“. ეს ფრაზა ზოგჯერ იაკობის 12 ვაჟს გულისხმობს, უფრო ხშირად კი მასში მთელი ისრაელი ერი იგულისხმება, კაცებიცა და ქალებიც (დაბადება 46:5; გამოსვლა 35:29). ამიტომ წინამდებარე გამოცემის იმ მონაკვეთებში, სადაც უშუალოდ იაკობის 12 ვაჟი იგულისხმებოდა, დაიწერა „ისრაელის ვაჟები“, ხოლო იქ, სადაც მთელი ერი იგულისხმებოდა, დაიწერა „ისრაელები“.
წინამდებარე გამოცემის გადამუშავებას დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ. ამასთანავე, ღმერთს არაერთხელ მივმართეთ ლოცვით, რომ ეხელმძღვანელა ჩვენთვის.
სხვა თავისებურებანი:
ბიბლიის წინამდებარე გამოცემა შეიცავს რამდენიმე ტიპის სქოლიოს. სქოლიოები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:
-
„სხვაგვარად“ ამ ტიპის სქოლიოში შესულია ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებიც მკითხველს დედნისეულ ტექსტში მოცემული აზრის უკეთ გაგებაში დაეხმარება (დაბადება 1:2; იესო ნავეს ძე 1:8).
-
„ან შესაძლოა“ ამ ტიპის სქოლიოში მოცემულია განსხვავებული აზრის შემცველი, თუმცა დასაშვები თარგმანი; ამ ტიპის სქოლიოს საჭიროებას განაპირობებს დედნისეული ტექსტის ორაზროვნება (დაბადება 21:6; ზაქარია 14:21).
-
„სიტყვასიტყვით“ ამ ტიპის სქოლიოში მოცემულია ებრაული, არამეული და ბერძნული სიტყვებისა თუ ფრაზების სიტყვასიტყვითი თარგმანი (დაბადება 3:15; დაბადება 29:31).
-
დამატებითი ინფორმაცია სქოლიოები აგრეთვე დაერთო საკუთარ სახელებს (დაბადება 3:17; გამოსვლა 15:23), ზომა-წონის ერთეულებს (დაბადება 6:15) და ნაცვალსახელებს (ებრაელები 3:3). ზოგ შემთხვევაში ამ ტიპის სქოლიოები მკითხველს უთითებს, რომ უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის იხილოს დანართები და „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“ (დაბადება 37:35; მათე 5:22).
ძირითადი ბიბლიური საკითხები“, ხოლო ბოლოში — „დამატებითი ინფორმაცია ბიბლიის წიგნების შესახებ“, „ბიბლიური სიტყვების საძიებელი“ და „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“ მკითხველს დამატებით ინფორმაციას აწვდის ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვებსა თუ ფრაზებთან დაკავშირებით. დანართ Ა-ში გაერთიანებულია „ბიბლიის თარგმნის პრინციპები“, „ გადამუშავებული გამოცემის თავისებურებანი“, „როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე“, „ღვთის სახელი ებრაულ წერილებში“, „ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“, დიაგრამა „წინასწარმეტყველები და მეფეები იუდასა და ისრაელში“ და ცხრილი „იესოს დედამიწაზე ცხოვრების ამსახველი მოვლენები“. დანართ Ბ-ში შესულია რუკები, ცხრილები და ბიბლიის კვლევაში დამხმარე სხვა დამატებითი მასალა.
ბიბლიის გადამუშავებულ თარგმანს დასაწყისში დართული აქვს „ბიბლიის ყოველ წიგნს წინ უძღვის თითოეული თავის მოკლე შინაარსი შესაბამისი მუხლების აღმნიშვნელი ციფრების თანხლებით, რაც მკითხველს ზოგად წარმოდგენას უქმნის ამა თუ იმ წიგნის შესახებ. წინამდებარე გამოცემაში თითოეული გვერდის მინდორზე შენარჩუნდა ის მარგინალური მუხლები, რომლებიც შინაარსით ყველაზე ახლოს დგას შესაბამის მუხლებთან.