არჩეულ მასალაზე გადასვლა

დატბორილი მანქანების სადგომი (ემილია-რომანია, ჩრდილოეთი იტალია); ზემოთ მარჯვნივ: ერთი ძმა ქუჩას ტალახისგან წმენდს.

24 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
იტალია

ძლიერი წყალდიდობა ჩრდილოეთ იტალიაში

ძლიერი წყალდიდობა ჩრდილოეთ იტალიაში

გადაუღებელმა წვიმებმა ემილია-რომანიაში (ჩრდილოეთი იტალია) ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ამა წლის 15 მაისიდან მოყოლებული ამ რეგიონში მოსულმა ნალექის რაოდენობამ დაახლოებით 50 სანტიმეტრს მიაღწია. ზიანი მიადგა 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტს, დაიღუპა, სულ მცირე, 14 ადამიანი, ათასობით მოსახლეს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაზარალებულა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 342 მაუწყებელს ოჯახის წევრებთან ერთად.

  • დაიტბორა 167 სახლი. მათგან 72 სერიოზულად დაზიანდა.

  • სერიოზულად დაზიანდა 1 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 3 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულებს.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

მოუთმენლად ველით დროს, როცა ხალხს აღარ ექნება სტიქიური უბედურებების შიში, რადგან „ღვთის კარავი“ ადამიანებთან იქნება (გამოცხადება 21:3, 4).