10 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ერიტრეა
იეჰოვას მოწმეების მასობრივი დაპატიმრება ერიტრეაში
23 დაპატიმრებულს შორისაა 85 წლის ქალბატონი
2024 წლის 27 სექტემბერს ერიტრეაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შეიჭრნენ ერთ-ერთ სახლში, სადაც იეჰოვას მოწმეების შეხვედრა მიმდინარეობდა. პოლიციამ 24 იეჰოვას მოწმე დააკავა, მათ შორის, 6 კაცი, 16 ქალი და 2 ბავშვი. სამი დღის შემდეგ ამ სახლში მცხოვრები 85 წლის ქალბატონიც დააკავეს. მოგვიანებით 2 ბავშვი გაათავისუფლეს, 23 დაკავებული კი მაი სერვას ციხეში გადაიყვანეს.
ამჟამად ერიტრეაში 63 იეჰოვას მოწმეა დაკავებული. 10 მათგანი 70 წელსაა გადაცილებული. ამ დრომდე არცერთი დაკავებულისთვის არ წაუყენებიათ ბრალი და არც გაუსამართლებიათ.
ერიტრეაში იეჰოვას მოწმეების დევნას ხანგრძლივი ისტორია აქვს. დაახლოებით 30 წლის წინ, 1994 წლის 25 ოქტომბერს, ერიტრეის პრეზიდენტმა ყველა იეჰოვას მოწმეს მოქალაქეობა ჩამოართვა. იმ დროიდან მოყოლებული ჩვენი თანაქრისტიანები სასტიკი დევნის და უსამართლო პატიმრობის მსხვერპლი არიან.
ძალიან ვწუხვართ ერიტრეაში მიმდინარე მოვლენების გამო. გვახსოვს „საპყრობილეში მყოფნი“ და ვლოცულობთ მათთვის. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს მათ და მისცემს მოთმინების ძალას (ებრაელების 13:3).