არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ᲡᲐᲒᲣᲨᲐᲒᲝ ᲙᲝᲨᲙᲘᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ“

„საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ განახლება

„საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ განახლება

შეგიძლიათ ჩართოთ „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ ონლაინ განახლებების ავტომატური მოძიების რეჟიმი ან განაახლოთ პუბლიკაციები და სტატიები განახლების ფაილის მეშვეობით.

ჩართეთ განახლების ავტომატურად მოძიების რეჟიმი

მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს იმისათვის, რომ გაააქტიუროთ პუბლიკაციებისა და სტატიების განახლების მოძიების ფუნქცია.

  1. „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“ დააჭირეთ „ბიბლიოთეკას“ და აირჩიეთ „პარამეტრები“; შემდეგ გახსენით „განახლებების“ ფანჯარა.

  2. „განახლებების“ ფანჯარაში მონიშნეთ გრაფა „განახლებების ავტომატურად ჩამოტვირთვა“.

  3. როგორც კი განახლება გახდება ხელმისაწვდომი, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას: „გსურთ, ახლავე მიიღოთ განახლება?“ თუ დააჭერთ „დიახ“ ღილაკს, „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ ჩამოტვირთავს და მიიღებს განახლებას.

თავად განაახლეთ „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“

თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ განახლების ფაილის მეშვეობით. უახლესი ვერსიის განახლების ფაილის მიღება შეგიძლიათ „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ განახლებული ინსტალაციით; აგრეთვე მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ გვერდზე არსებული ღილაკის გამოყენებით.

განახლების ფაილის ექსპორტი

განახლების ფაილის შესაქმნელად თანმიმდევრულად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

  1. „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“ შედით „დახმარების“ მენიუში, შემდეგ აირჩიეთ „განახლების პაკეტი“ და „პაკეტის შექმნა“.

  2. თქვენს კომპიუტერში აირჩიეთ ადგილი განახლებული პაკეტის შესანახად. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შენახვა“. „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ შექმნის განახლებული პაკეტის ფაილს, რომელიც ბოლოვდება გაფართოებით „updatepkg“.

განახლების პაკეტის ჩამოტვირთვა

დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ განახლება. თუ არის, მიჰყევით მითითებებს ფაილის თქვენს კომპიუტერში შესანახად.

დააყენეთ განახლების პაკეტი

განახლების პაკეტის გამოყენებით „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ განსაახლებლად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:

  1. „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“ შედით „დახმარების“ მენიუში, შემდეგ დააჭირეთ „განახლების პაკეტს“ და „პაკეტის მიღებას“.

  2. ფაილის საძიებო ველში მიუთითეთ განახლების ფაილის ადგილმდებარეობა, რომელიც ბოლოვდება გაფართოებით „updatepkg“. აირჩიეთ ფაილი და დააჭირეთ ღილაკს „გახსნა“, რათა მიიღოთ განახლებები „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“.